მომღერალი გია ჭირაქაძე გარდაიცვალა

18 მარ 2017

მომღერალი გია ჭირაქაძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი წლების განმავლობაში ქართული ხმების, შემდეგ კი ანსამბლ დიელოს წევრი იყო. 18 წელი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე.  2014 წელს, მას მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. მომღერლის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.