„ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია ბათუმის სავანეში

08 მარ 2024

ქალთა საერთაშორისო დღე ბათუმის სათნოების სავანის ბენეფიციარებს მიულოცეს ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის აჭარის რეგიონული თავმჯდომარემ თინა ზოიძემ, გამგეობის წევრებმა და სტუდენტებმა. სათნოების სახლის ბენეფიციარებს 8 მარტი ბავშვთა სტუდიის წევრებმა გაულამაზეს და მათთან ერთად შეასრულეს სიმღერები.