08 მარ 2024
ახალგაზრდა გოგონათა და ქალთა პოლიტიკური კარიერა და ლიდერობა-,,გენდერული თანასწორობა -გადაწყვეტილების მიღების მოდელირება აჭარაში“ აღნიშნული პროექტის ფარგლებში საორსას გუნდის წევრებმა საზოგადოებრივ პოლიტიკური მოძრაობა ,,უნივერსალთა ლიგასთან“ ერთად ხულოში მცხოვრებ ქალებს შეხვდნენ. არაფორმალურ გარემოში ორგანიზაციის სხვა მუნიციპალიტეტის მცხოვრებ მონაწილეებთან ერთად იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ხულოს დასახლებებში მცხოვრებ მოქალაქეებს აწუხებთ.