დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო ბორჯომში

09 მარ 2024

ბორჯომში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საამქრო ავტოფარეხში ჰქონდა დამონტაჟებული.

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, საამქროს ტერიტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 6 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი აღმოაჩინეს, რის გამოც აღნიშნული  საამქრო დალუქეს. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე კი, ბორჯომის „საქმიან ეზოშია“ გადატანილი.

ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.