14 მარ 2024
ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სპორტული მოედნისა და სკვერის მშენებლობა დაიწყო. დაგეგმილია საბავშვო კუთხის მოწყობა, სადაც განთავსდება ატრაქციონები, ტრენაჟორები და პარკისთვის საჭირო ინვენტარი, მოწესრიგდება სანიაღვრე არხები და განათების სისტემები, დაიგება მწვანე საფარიც.
სამუშაოებისთვის, რომელიც ნოემბერში უნდა დასრულდეს, 222 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.
ინფორმაცია და ვიდეო-მასალა ბათუმის მერიამ გაავრცელა.