ლიბერთი ბანკის განცხადება საპენსიო სესხებთან დაკავშირებით

14 მარ 2024

როდიდან შეუმცირდებათ პენსიონერებს  საპენსიო   სესხებზე პროცენტი?  ლიბერთი ბანკი, რომელიც ხანდაზმულ მოქალაქეებზე საპენსიო სესხებს გასცემს  ირწმუნება,  რომ განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხებით.  

შესაბამისად, ცვლილება შეეხება ოვერდრაფტებსაც, რომელიც პენსიონერებში  ყველაზე მეტი უკმაყოფილებას იწვევს, რადგანაც აცხადებენ, რომ აღნიშნული საბანკო მომსახურების დაფარვა მათ წლების განმავლობაში უწევთ.   

150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს.