შეხვედრა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან

14 მარ 2024

ქვეყნის პირველი დიპლომატის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე დღის წესრიგი და იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.