შარლ მიშელი რუსეთში მიმდინარე არჩევნებს გამოეხმაურა

15 მარ 2024

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებას“ ულოცავს.

„მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს დამაჯერებელი გამარჯვება დღეს დაწყებულ არჩევნებში. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში. 

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დღეს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდება.