შეხვედრა შშმ ბავშვთა სერვისების გაუმჯობესების საკითხებზე 

16 მარ 2024

საპროტესტო აქციამდე შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს  ინფორმაციით მინისტრმა შშმპ მშობლებთან  ის საკითხები განიხილა, რომლებიც რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამას უკავშირდება. 

მიხეილ სარჯველაძე მათ დაჰპირდა,  რომ  ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესები იქნება დაცული.

საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა, ძველ მოდელს დაუბრუნდება,  სამუშაო პროცესში კი მშობლებიც ჩაერთვებიან.