მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ დასრულდა

16 მარ 2024

მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში  გაიმართა.     

საქართველოში ჩასატარებელ კომპონენტში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და ესპანეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„ტროას ნაკვალევი 24“ მიზნად ისახავდა მონაწილე ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას.