თემურ სამხარაძის 16 რეკორდი და ზედიზედ მეორე ჩემპიონის ტიტული

18 მარ 2024

16 მსოფლიო რეკორდით თემურ სამხარაძე ევროპის ჩემპიონი დიდებში ზედიზედ მეორედ გახდა. ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში.

ქობულეთელმა სპორტსმენმა სამჭიდის ჯამში დააგროვა ათას 63 მთელი 5 მეათედი კილოგრამი და კონტინენტის უძლიერესი ათლეტი ზედიზედ მეორედ გახდა. სამხარაძემ ცალკეულ მოძრაობებშიც მოიპოვა მცირე ოქროს მედლები, ასევე ჯამში დაამყარა ევროპის და მსოფლიოს 16 რეკორდი, როგორც ახალგაზრდებში, ისე დიდებში.