ჯენინში ისრაელის თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა - პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება

21 მარ 2024

ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება ავრცელებს. 

თავდასხმა იბნ-სინას საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი გარდაცვლილი ალ-ქუდსის ბრიგადის მებრძოლი იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალებში კი აცხადებენ, რომ ჯენინში საჰაერო თავდასხმის შედეგად ტერორისტები მოკლეს.