უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მორიგ ტრანშს, 880 მილიონ დოლარს მიიღებს

22 მარ 2024

უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მორიგ ტრანშს, 880 მილიონ დოლარს მიიღებს. ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უკრაინის გაფართოებული დაკრედიტების პროგრამის მესამე მიმოხილვა დაამტკიცა.

ხელმძღვანელის განცხადებით,  დაფინანსების ახალი პაკეტის გადარიცხვა უახლოეს 2-3 დღეში განხორციელდება. გევინ გრეი აღნიშნავს, რომ აუცილებელია უკრაინამ რეფორმების სტაბილური იმპულსი შეინარჩუნოს.