ენმ-ის ბრიფინგი სარფის საზღვართან

22 მარ 2024

ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას სამუშაო ადგილების შექმნის სტრატეგიას უწუნებს. აჭარის ორგანიზაციის ლიდერებმა სპეციალური ბრიფინგი სარფის საბაჟოსთან გამართეს და თქვეს, რომ არასაკმარისი სამუშაო ადგილების გამო საქართველოს მოქალაქეები ყოველდღიურად 50- და 60 ლარის გამომუშავებისთვის იძულებულები არიან საქართველო თურქეთის საზღვარი გადაკვეთონ. პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნა და ხალხის დასაქმება შესაძლებელია, ამისთვის კი შედეგიანი მუშაობაა საჭირო.