„დინამო“ „პრიმორიესთან“ დამარცხდა

24 მარ 2024

„დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ევროთასის პლეი ოფის საპასუხო მატჩში ხორვატიულ  „პრიმოერიეს“ თბილისში უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ხორვატიაში, ქალაქ რიეკაში გამართა, სადაც ჩვენი გუნდი მინიმალური სხვაობით - 7:8 დამარცხდა. განმეორებით შეხვედრაში მატჩის პირველი მეოთხედი სტუმრების უპირატესობით წარიმართა.

„პრიმორიემ“ შემდეგ ტაიმებში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და საბოლოოდ 20:15 გაიმარჯვა, თბილისის „დინამო“ ანგარიშით 15:20 დამარცხდა და საერთაშორისო ევროტურნირს დაემშვიდობა.