საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა კიევში 

24 მარ 2024

ოკუპანტი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე იერიშებს. მედიის ცნობით, 4 დღის განმავლობაში მე-3 მასიური სარაკეტო შეტევა განხორციელდა, აფეთქებების ხმა ისმოდა ლვოვსა და კიევში.

კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, მტერმა ფრთოსანი რაკეტები გამიყენა, რომლებიც სარატოვის ოლქის ტერიტორიიდან გაუშვა.

დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის თავსა და მიდამოებში ათობით რუსული რაკეტა გაანადგურეს. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.