კარლო გუგუშვილის ხსოვნის ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში

24 მარ 2024

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, კარლო გუგუშვილის სახელობის ტრადიციული, რესპუბლიკური ტურნირი.

შეჯიბრება სამ ასაკობრივ კატეგორიაში, - 11, 13 და 15 წლამდე გოგონათა და ვაჟთა შორის გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონის 150-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო.

გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

აქვე გეტყვით, რომ აპრილში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება, იქ გამარჯვებულები კი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ.