მშობელთა წიგნი - ახალი პროექტი აჭარაში

26 მარ 2024

‘’დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში უწყვეტი მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა მშობელთა წიგნის დანერგვის გზით’’ - აჭარაში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი საპილოტე პროექტის  განხორციელება  იწყება.

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმძღვანელო დედის, ახალშობილისა და 5 წლამდე ბავშვის ჯანმრთელობის მეთვალყურეობას მოიცავს.

ანტენატალური ზრუნვა, ბავშვთა ვაქცინაცია, ბავშვის ზრდის მონიტორინგი და საგანმანათლებლო შეტყობინებები ორსულთათვის – დოკუმენტში  ყურადღება ამ  მიმართულებებით გამახვილდება.