შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან

26 მარ 2024

თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობით შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ჩიქოვანმა სამინისტროში ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების ელჩებსა და თავდაცვის ატაშეებს უმასპინძლა.  

საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში ორმხრივ  თანამშრომლობას, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესსა და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში ჩეხეთისა და სლოვაკეთის კონტრიბუციას.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.