26 მარ 2024
ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში ევაკუაციაა. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში ნახეს რუსულენოვანი ინფორმაცია სკოლაში მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.
მოსწავლეებმა აცნობეს სკოლის ადმინისტრაციას. დირექციამ კი რესურსცენტრთან შეთანხმებით, უსაფრთხოების მიზნით, სკოლის დაცლის გადაწყვეტილება მიიღო.
მსგავსი შინაარსის შეტყობინებების გამო, მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა ქობულეთის N1, N2, N3, N5 და N6 საჯარო სკოლებიდანაც.