შეხვედრა ესტონეთისა და საფრანგეთის ელჩებთან

29 მარ 2024

გაცნობითი ხასიათის  შეხვედრები გამართა ესტონეთისა და საფრანგეთის ელჩებთან თავდაცვის მინისტრმა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრებზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში საფრანგეთისა და ესტონეთის კონტრიბუციაზე.