ილია თოფურია საქართველოს EURO 2024-ზე გასვლას გამოეხმაურა 

29 მარ 2024

UFC-ს ქართველი ჩემპიონი ქვემსუბუქ წონაში ილია თოფურია ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გასვლას გამოეხმაურა. თოფურიამ სოციალურ ქსელში ნიკა კვეკვესკირის გადამწყვეტი პენალტის ვიდეო განათავსა და დაწერა: „გამარჯვებაში ეჭვიც არ მეპარებოდა.

დარწმუნებული ვარ, ჯგუფიდანაც გავალთ“. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის - 18 ივნისს დორტმუნდში, ჩეხეთის - 22 ივნისს ჰამბურგში და პორტუგალიის ნაკრებები - 26 ივნისს, გელზენკირხენში იქნებიან.