29 მარ 2024
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის ქალაქ ნეაპოლში მიმდინარე ჩელენჯერის მერვედფინალში გავიდა.
ნიკას მეტოქე ტუნისელი აზიზ დუღაზი იყო, პირველი სეტი მეტოქემ მოიგო, შემდეგ კი ქართველი სპორტსმენის უპირატესობა გამოიკვეთა და საბოლოოდ მან – 4:6, 6:1, 7:6 მოიგო.
მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მეხუთე ნომრად განთესილი ფრანგი კორენტინ მუტე იქნება, რომელმაც თანამემამულე მატიას ბურჟე 6:4, 6:4 დაამარცხა.