ბასილაშვილი ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა 

30 მარ 2024

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის ქალაქ ნეაპოლში მიმდინარე ჩელენჯერს მერვედფინალში გამოეთიშა. 

ბასილაშვილი მეხუთე ნომრად განთესილ ფრანგ სპორტსმენს დაუპირისპირდა და სამსაათიან მატჩში - 1:6, 6:3, 6:7 დამარცხდა.