ახალი ბიბლიოთეკა

21 მარ 2017

ოლადაურში სასოფლო ბიბლიოთეკა გაიხსნა.  ახალ ბიბლიოთეკას შუახევის კულტურის ცენტრის  ბიბლიოთეკის სარეზერვო ფონდიდან 500-მდე კლასგარეშე ლიტერატურა გადაეცა. შუახევის კულტურის ცენტრი, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, მარტის ბოლომდე სოფელ  ბარათაულის ბიბლიოთეკების აღდგენას გეგმავს. წლის ბოლომდე დაგეგმილია ბიბლიოთეკებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ბიბლიოთეკარების გადამზადება.