ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

30 მარ 2024

ბათუმში, ლერმონტოვისა და ბაგრატიონის ქუჩების გზაჯვარედინზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს, სავარაუდოდ, ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთმა, BMW-ს მარკის ავტომობილმა, რკინის დამცავი ჯებირი გაარღვია და ბაგრატიონის ქუჩაზე ახლადმოწყობილ სკვერში შევარდა.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.