ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიში

31 მარ 2024

ანტიკორუფციულმა ბიურომ პირველი წლიური ანგარიში წარმოადგინა. 2023 წლის შემაჯამებელი დოკუმენტის პრეზენტაციამდე, ცერემონიების სასახლეში შეკრებილ სტუმრებს სიტყვით პრემიერ-მინისტრმა მიმართა.

ირაკლი კობახიძემ აქცენტი ანტიკორუფციული ბიუროს როლზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში კორუფციის დაბალ დონეს საერთაშორისო რეიტინგები ადასტურებს.

პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს ამბიცია, იყოს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით მოწინავე ქვეყანა.