პრეზიდენტი: დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ქვეყნის გამარჯვებისა და ერთიანობის სიმბოლოა

01 აპრ 2024

„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ქვეყნის გამარჯვებისა და ერთიანობის სიმბოლოა“ -  33 წელი  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან.

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში იმ პერიოდის ხელისუფლების წარმომადგენლებს, დეპუტატებს, საარჩევნო კომისიის წევრებსა და სტუდენტებს უმასპინძლა.

სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე ასპექტზე გაამახვილა ყურადღება.