ცვლილება საარჩევნო კოდექსში

01 აპრ 2024

პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებს განიხილავენ. ამ წუთებში იწყება იურიდიული კომიტეტების სხდომა. ცვლილება მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის 40%-იანი საარჩევნო ბარიერის მოხსნას გულისხმობს.

ინიციატივა ქართულ ოცნებას ეკუთვნის. ამავე ცვლილებით კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად პარტიას უფლება ექნება პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.