ცვლილება საარჩევნო კოდექსში

01 აპრ 2024

პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს, ამჯერად იურიდიულ კომიტეტზე. ცვლილება მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის 40-% იანი საარჩევნო ბარიერის მოხსნას გულისხმობს. ინიციატივა ქართულ ოცნებას ეკუთვნის.

ამავე ცვლილებით, კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად პარტიას უფლება ექნება პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.