ტრენინგები მიმტანებისთის

02 აპრ 2024

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები დაიწყო. პირველ ეტაპზე თეორიულ-პრაქტიკული სწავლება განთავსებისა და კვების ობიექტების მიმტანებს უტარდებათ.

მაგიდის სერვირება, სტუმრისთვის კერძებისა და სასმელების შეთავაზების სტანდარტები, შეკვეთის მიღების წესები, კონფლიქტური სიტუაციების მართვა, სტუმრების მისალმება და მაგიდასთან მიპატიჟება-ტრენინგის მონაწილეები ამ საკითხებს ეცნობიან.

სწავლება ასევე ჩატარდება სომელიებისთვის, ბარისტებისთვის, დასუფთავსების სამსახურისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის.

საგაზაფხულო ტრენინგებზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეუძლიათ. რეგისტრაცია ელექტრონულად მიმდინარეობს.