პარტიულ სიებში გენდერული კვოტირება უქმდება - განცხადებები პლენარულ სხდომაზე

03 აპრ 2024

82 - მომხრე, 15 - წინააღმდეგი - კენჭისყრის ამ შედეგით პარლამენტმა პირველი მოსმენით პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს.