03 აპრ 2024
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებული ტრაილერის მისაბმელს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და თანმხლები პირი დაშავდა. ისინი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.