ტენდერი შიდა ფრენებზე

04 აპრ 2024

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობისთვის  ტენდერი გამოაცხადა.

იგი შიდა ფრენებს ეხება და ჯამში 12 მიმართულებაზე ვრცელდება.

თბილისის, მესტიის, თელავის, ამბროლაურის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით ერთმანეთს დაუკავშირდება ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტი. უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავის აეროპორტს, ისიც ჩართული იქნება შიდა ფრენების მიმართულებით.