სექსისტური ენისა და გენდერული დეზინფორმაციის მედიამონიტორინგი

05 აპრ 2024

მედიის განვითარების ფონდმა სექსისტური ენისა და გენდერული დეზინფორმაციის მედიამონიტორინგი წარადგინა. კვლევის ორგანიზატორების თქმით, გამოიკვეთა, რომ ძირითად შემთხვევაში, მსგავსი სექსისტური განცხადებები და დეზინფორმაცია რუსული წყაროებიდან ვრცელდება.

მათივე თქმით, სექსისტური, სიძულვილის ენის სამიზნეები არიან ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსი ქალები, ჟურნალისტები და ასევე საზოგადოებრივად აქტიური ქალები.