რუსებმა ხარკოვი დაბომბეს - დაიღუპა 6 ადამიანი

06 აპრ 2024

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს. დაიღუპა 6 ადამიანი.

ამის შესახებ, ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს.

იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

„ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, - განაცხადა იგორ ტერეხოვმა.

 

გავრცელებული ვერსიით, თავდასხმა კამიკაძე დრონების გამოყენებით განხორციელდა.

ხარკოვის მერის ცნობით, დაზიანებულია, სულ მცირე, ცხრა მრავალსართულიანი სახლი, სამი საერთო საცხოვრებელი და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა.