გერმანიის მთავრობა კანონპროექტზე

06 აპრ 2024

კრიტიკა ისმის გერმანიიდანაც. გერმანიის მთავრობა „გარკვეული სინანულით“ უყურებს ფაქტს, რომ საქართველოში, ასევე უცხოეთში, საზოგადოების ცალსახა უარყოფითი რეაქციის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ იქნას პარლამენტში განხილული სადავო კანონპროექტი უცხოეთის გავლენის შესახებ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ, ქრისტიანე ჰოფმანმა განაცხადა.