„ბრძოლის ველზე პირველადი დახმარების“ ტრენინგი

07 აპრ 2024

„ბრძოლის ველზე პირველადი დახმარების“ ტრენინგი დასრულდა. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ბრძოლის ველზე პირველადი დახმარების აღმოჩენის წესები შეისწავლეს. სპეციალური ტრენინგი, კანადელ ინსტრუქტორთა ჯგუფის ხელმძღვანელობით, სამხედრო-სამედიცინო სკოლაში ჩატარდა.

თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებმა შეისწავლეს ბრძოლის ველზე დაშავებულის დახმარების აღმოჩენის წესები: ტაქტიკური საველე დახმარება, სამედიცინო ევაკუაციის მოთხოვნა, მოტეხილობების მართვა, სისხლდენის კონტროლი და სხვა.