უშიშროების  საბჭოს  სხდომა

22 მარ 2017

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოთხი საკითხის განხილვა. მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო,  საქართველო - ნატო, რეფორმები თავდაცვის სამინისტროში, და  საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.საბჭოს სხდომა 17:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება.