სპორტის საერთაშორისო დღე

07 აპრ 2024

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კიკვიძის პარკში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა  თხუთმეტზე მეტმა სპორტულმა ფედერაციამ მიიღო. 

წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გასართობი თამაში და სპორტის სახეობა, ღონისძიების მონაწილეებისთვის მასტერკლასი ჩაატარა მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა მკლავჭიდში ლევან საგინაშვილმა „სპორტის საერთაშორისო დღე განვითარებისა და მშვიდობისათვის“ 6 აპრილს აღინიშნება.