ენმ შუახევის გამგეობას ადანაშაულებს

22 მარ 2017

'''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'''  შუახევის გამგეობას ბიუჯეტის პირადი ინტერესებისთვის  გამოყენებაში ადანაშაულებს. სოსლან ზოიძის განცხადებით, თვითმართვლობამ  2016 წლის ბიუჯეტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან 4 ათას 500 ლარით მინერალური წყალი და ნატურალური წვენი შეიძინა. ბრალდებას შუახევის გამგებლის მოადგილე გამოეხმაურა, ავთანდილ დიასამიძემ ოპონენტების ბრალდებას ცილისწამება უწოდა. დიასამიძემ  ყოფილ ხელისუფლებას  მათი  მმართველობის პერიოდი შეახსენა