„დინამო“ ბათუმი VS „დინამო“ თბილისი

08 აპრ 2024

დღეს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის ბოლო შეხვედრა ბათუმში გაიმართება. ''დინამო'' ბათუმი თბილისის დინამოს უმასპინძლებს.

ზღისპირელები ამ დროისთვის 15 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფებიან. ცხრილს კი დილა და იბერია16-16 ქულით ლიდერობენ.

თბილისის დინამოს 8 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზეა. გამარჯვების შემთხვევაში ბათუმელები 18 ქულით გალიდერდებიან.

მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.