სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის 5 პირი დააკავეს

09 აპრ 2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა კი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისა და გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ  ისინი  სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას. 

ორმა კი პირიქით,  თურქეთიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.