გოდერძი ტოტოჩავას გახსენება

10 აპრ 2024

გოდერძი ტოტოჩავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში. სტუმრებმა გოდერძი ტოტოჩავას შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ის ბათუმის კოლორიტი იყო. ტოტოჩავა აქტიურად მონაწილეობა ეროვნულ- განმათავისუფლებელ მოძრაობაში , იგი 10 წლის განმავლობაში ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს მართავდა, რა დროსაც არა ერთი სამეცნიერო და შემოქმედებითი კონფერენცია და გამოფენა გაიმართა.