12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის შუალედური ანგარიში

11 აპრ 2024

როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ? 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციამ პირველი შუალედური ანგარიში მოამზადა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა სერიოზული ქმედებები 9 ნაბიჯის შესასრულებლად: 7 ნაბიჯი ჯერ კიდევ შესასრულებელია; სტატუსმეტრის პრეზენტაცია პაველ ჰერჩინსკიმ  გახსნა.

ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი შესრულება კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ამ პროცესის მონიტორინგს გააგრძელებენ, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს წარუდგენენ შეფასებას არსებული მდგომარეობის შესახებ.