საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში 

12 აპრ 2024

ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. ქუთაისის ტორპედომ წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. თელავმა გასვლაზე მოუგო სამტრედიას 2:1. „იბერია 1999“ საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა და 3:1 მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ „იბერია“ სატურნირო ცხრილს 19 ქულით სათავეში ჩაუდგა. დღეს მერვე ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება.

დინამო თბილისი ფოთის კოლხეთს უმასპინძლებს, ბათუმის დინამო კი სტუმრად გორის დილას დაუპირისპირდება. დილა-დინამოს მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.