მოლაპარაკებები პარიზის კულინარიისა ინდუსტრიის უმაღლეს სკოლასთან

12 აპრ 2024

აჭარაში სერვისის განვითარებისთვის პარიზის კულინარიისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლეს სკოლასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფერანდი სკოლასთან თანამშრომლობით, აჭარაში  სატრენინგო-სასწავლო პროგრამების, მასტერკლასებისა და ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები განიხილება.

პარიზსა და დიჟონში მიმდინარე შეხვედრებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და პროფესიული კოლეჯის “ბლექ სი” მენეჯმენტიც მონაწილეობდა.