,,ეთერში ვართ’’- გამოფენა მუზეუმში

22 მარ 2017

,,ეთერში ვართ’’- ასე ჰქვია გამოფენას რომელიც ძმები ნობელების სახელობის მუზეუმში გაიმართა. გამოფენაზე რეგიონის მედიასაშუალებისა და ჟურნალ- გაზეთების არქივი იყო წარმოდგენილი. ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს’’ ოქროს ფონდში დაცული ხმები.  დამთვალიერებლებს ერთი კვირის განმავლობაში შეეძლება წარმოდგენილი ნივთების ნახვა. ღონისძიება ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ტარდება.