სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია

12 აპრ 2024

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიში განაცხადა.

"ეს გადაწყვეტილება მივიღე დღეს, 10:00 საათზე. არ შეიძლება, რომ ეს ახალგაზრდა ცხრა წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლით, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში, დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.