მწვრთნელთა პროფესიული გადამზადების სემინარი ჭადრაკში

13 აპრ 2024

ბათუმში ჭადრაკში მწვრთნელთა პროფესიული გადამზადების სემინარი ჩატარდა, რომელსაც  უხელმძღვანელა ჭადრაკში საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა, „ფიდე“-ს სენიორ ტრენერმა დავით ჯოჯუამ.

მწვრთნელებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს გადამზადების პროგრამა, გადაეცათ სერტიფიკატები.

ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე  სპორტის დეპარტამენტის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.